პროექტის მესამე დღეს გავიმეორეთ უკვე შესწავლილი მასალა და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. სასწავლო პროექტის დაგეგმვისას ტრენერმა გაგვიმარტა, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ მიზნები სტანდარტებთან შესაბამისად. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. საინტერესო იყო ბუნდოვანი და კარგი მიზნების მაგალითებზე დაკვირვება, რაც გამოგვადგა მიზნების განსაზღვრასა და კითხვების ჩამოყალიბებაში. ასევე, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, რომლის გათვალისწინებითაც შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ტრენინგი, როგორც ყოველთვის, საინტერესო და შედეგიანი იყო.
No comments:
Post a Comment