Sunday, June 11, 2017

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე საშინაო დავალებისა და პროექტების მიმოხილვით დაიწყო. შემდეგ გავიხსენეთ ტრენინგის პირველ დღეს შესწავლილი საკითხები.  შევისწავლეთ პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლებისას და ბუკლეტის მომზადება ვორდში. შევქმენით სარეკლამო ბუკლეტები ჩვენ მიერ შერჩეული პროექტებისათვის. გავეცანით ბლოგის მდგომარების სამ სახეს, რედაქტირების პროცესს და ბევრ საინტერესო ნიუანსს, რომლებიც შეკითხვების სახით ჩნდებოდა მუშაობის პროცესში. ასევე, გავიხსენეთ, როგორ ხდება დაზიპვა და განზიპვა.  ტრენინგი, როგორც ყოველთვის, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

No comments:

Post a Comment