ინტელის ტრენინგის პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. შეხვედრა დაიწყო გაცნობით, ტრენინგის მონაწილეებმა, ქალბატონი ქეთი ცერაძის დახმარებით, გავიხსენეთ მეორე დონის ტრენინგზე შესწავლილი საკითხები. ტრენერმა გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსის ძირითადი მიზნები და საკითხები, გავეცანით გზამკვლევს (პროექტებით სწავლება). ტრენერმა თავისი ბლოგის დახმარებით გვაჩვენა სარეკლამო რგოლი, პროექტით სწავლება ამერიკის ერთ-ერთ სკოლაში,რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, რომელშიც შევინახეთ საჭირო რესურსები, პროექტის გეგმის შაბლონი. დავათვალიერეთ უკვე შექმნილი და განხორციელებული პროექტები. ვისაუბრეთ პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე, როგორ უნდა შევარჩიოთ პროექტისათვის თემა, რა საჭიროებებსა და მიზნებს უნდა ისახავდეს მასწავლებელი თემის შერჩევისას, ესგ-ს რომელი სტანდარტის მიღწევას ცდილობს, მოსწავლეებში რა უნარების განვითარებას ემსახურება და ა.შ. შემდეგ ტრენინგის მონაწილეებმა შევქმენით ბლოგები "ინტელის სასწავლო კურსი", რომელზეც ტრენინგის მსვლელობა აისახება და თან ბლოგის შექმნაში დავხელოვნდებით. საშინაო დავალებად გვაქვს მოსაფიქრებელი პროქტის თემა, რომელზეც ვიმუშავებთ ტრენინგის დროს და შემდეგ განვახორციელებთ სკოლაში.
მადლობა ტრენერს საინტერესოდ ჩატარებული სამუშაოსათვის, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება პრაქტიკაში. პირადად მე პირველად არ ვარ ქეთევან ცერაძის ტრენინგზე და შემიძლია ვთქვა, რომ იგი ცოდნასა და ენერგიას არ იშურებს, რათა ციფრული რესურსებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობა ყველა მასწავლებელმა გაითავისოს და გამოიყენოს გაკვეთილებზე.
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის!!!
ReplyDelete