Tuesday, July 11, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. დღევანდელი დღე განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული იყო, რადგან შევაჯამეთ გაწეული სამუშაო. გადავხედეთ შესწავლილ საკითხებს და მოვისმინეთ პრეზენტაციები. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი, ისაუბრა მის აქტუალურობასა და იმ აქტივობებზე, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს პროექტის მსვლელობისას. გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის მისამართით, განსაკუთრებით რომელი პროექტები მოგვეწონა, ერთმანეთს ვუსურვეთ წარმატებები. პრეზენტაციების შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა, დასათაურება და შეცვლა, ლინკის მიბმა მისამართის საშუალებით და ბევრი სხვა წვრილმანი, რომლებიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ასევე, გავეცანით სხვადასხვა ტიპის დიაგრამას და მათ გამოყენებას სასწავლო პროცეში და კვლევის დროს.
მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება ქალბატონი ქეთი ცერაძის მიმართ, რომელმაც ცოდნა და ენერგია არ დაიშურა, რათა თითოეული მონაწილისათვის აეხსნა და გაეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც მას გამოარჩევს, როგორც თავისი საქმის პროფესიონალს, ამას ემატება ადამიანური ფაქტორი და გულისხმიერება. ტრენერი ითვალისწინებდა აუდიტორიის ინტერესებს და პასუხობდა დაუზარებლად ყველა შეკითხვას, რომლებიც იბადებოდა მუშაობის პროცესში. აქ მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება სამომავლოდ, რაც, საბოლოო ჯამში, სწავლა-სწავლების პროცესის  საინტერესოდ და ნაყოფიერად წარმართვას შეუწყობს ხელს.

Sunday, July 9, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე გამეორებით დაიწყო. დავათვალიერეთ ჩვენი პროექტის გეგმა, რის შემდეგაც ტრენერი გვესაუბრა ფასილიტაციის მნიშვნელობაზე და გაგვაცნო ფასილიტაციის ნიმუშები. ამის შემდეგ ვიმუშავეთ დამოუკიდებლად და  გავაკეთეთ პრეზენტაცია მოსწავლეებისათვის, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს მუშობის პროცესი. პრეზენტაცია ითვალისწინებს ინტრუქციებს და ფაქტობრივი გზამკვლევია მოსწავლეებისათვის. 
 მოვაწესრიგეთ საქაღალდეები და მოვამზადეთ ბლოგზე ასატვრთად. ტრენერმა აგვიხსნა სიის გაჯეტის გამოყენება და ჩვენი საქაღალდე ავტვითეთ ჯერ გუგლდაივზე და შემდეგ ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ ბევრი საინტერესო ნიუანსი ამ პროცესებთან დაკავშირებით. ტრენინგი დატვირთული და საინტერესო იყო, რისთვისაც უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Thursday, July 6, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღე გამეორებით დავიწყეთ. გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს და შესრულებულ პრეზენტაციას. შემდეგ ტრენერი გვესაუბრა მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობაზე და გაგვაცნო, დავალების ტიპები სხვადასხვა ინტერესისა და მიდრეკილების მოსწავლისათვის, ჩვენც შევქმენით ერთი ნიმუში ასეთი მოსწავლისათვის.
დავუბრუნდით პროექტის გეგმას, რომელიც დავასრულეთ. აღვწერეთ პროექტის მსვლელობა,  პროცედურები გამოვყავით ეტაპებად,  აღვნიშნეთ  პროექტისათვის საჭირო
რესურსები. ტრენინგი, ჩვეულებისამებრ, დატვირთული იყო ინფორმაციის თვალსაზრისით და ნაყოფიერი ჩვენი საქმიანობისათვის.

Sunday, July 2, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე, ჩვეულებისამებრ, გამეორებით დაიწყო. გადავხედეთ ჩვენს ბლოგებსა და გაჯეტებზე ვიმუშავეთ. შემდეგ ტრენერმა აგვიხსნა, თუ როგორი გეგმის მიხედვით უნდა შექმნას მოსწავლემ პრეზენტაცია პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ.  რა მითითებები უნდა გავითვალისწინოთ, რომ სლაიდები სწორი თანმიმდევრობით დავალაგოთ. სანიმუშოდ გვაჩვენა თავისი პრეზენტაცია და შევუდექით მუშაობას. პრზენტაციის დასრულების შემდგ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და გავეცანით, როგორ უნდა აღვწეროთ პროექტის მომდინარეობა, ყველაფერი უნდა იყოს დროში გაწერილი და ყველა ეტაპი თვალსაჩინოდ წარმოდგენილი. შემდეგ ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე და გავეცანით სხვადასხვა ტიპის რუბრიკას, რომელთაგან ავარჩიეთ ჩვენთვის საჭირო და გამოსადეგი. მივიღეთ საშინაო დავალება, მოვიფიქროთ ჩვენ მიერ არჩეული პროექტისათვის შესაფერისი  მიმდინარეობის პროცესი. ტრენინგმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

Saturday, July 1, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღეც გამეორებით დაიწყო, გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს და შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. გავეცანით APA ფორმატს, ლიტერატურის დამოწმების წესებს, ასევე  როგორ შევიტანოთ გამოყენებული ვებგვერდის მისამართი დამოწმების დროს.
 შევქმენით მოსწავლის ბლოგები, ვისწსვლეთ, როგორ ვიმუშაოთ დიზაინზე, ახალი პოსტებისა და კომენტარების ჩანაწერებზე. როგორ შეიძლება შევცვალოთ ბლოგის სათაური.
გავეცანით გვერდის გაჯეტების შექმნას, გავაკეთეთ სამი გაჯეტი: ბლოგის სტატისტიკა, სურათის ჩასმა და გამოკითხვის გაჯეტი. ასევე ვისწავლეთ მისამართების დაკოპირება და გაჯეტების თანმიმდევრობის შეცვლა. ბლოგთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს უპასუხა ტრენერმა.

Sunday, June 25, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ტრენერი გვესაუბრა შეფასების სტრატეგიებზე, თუ როგორ შევაფასოთ პროექტი. გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას, თუ რა მიზანს ვისახავთ შეფასებისას, რომელ მეთოდს ვიყენებთ და რა არის შეფასების ინსტრუმენტები.  როგორ უნდა გავგეგმოთ შეფასება პროექტის მიმდინარეობის პროცესში  (დასაწყისში, მიმდინარეობის დროს და დასრულების შემდეგ). როგორც ყოველთვის, ქალბატონი ქეთი ცერაძის რჩევები არის პრაქტიკული და მუშაობის პროცესში გამოსადეგი, დაუზარელი ტრენერი ყურადღებით ეკიდება თითოეული მასწავლებლის საჭიროებას და ტრენინგი უშუალო გარემოში და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ტრენინგის ბოლოს ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავაწყვეთ სლაიდები, მოვუნახეთ დიზაინი, სურათები და შესაბამისი ტექსტები, რომლებიც პროექტის მსვლელობას ასახავს. ტრენერმა გვაჩვენა სხვადასხვა პროგრამებში აწყობილი საინტერესო პრეზენტაციები და გვესაუბრა პრეზენტაციის შეაფასების კრიტერიუმების შესახებ. მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო ტრენინგისათვის.

Saturday, June 24, 2017

ტრენინგის მესამე დღე

პროექტის მესამე დღეს გავიმეორეთ უკვე შესწავლილი მასალა და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.  სასწავლო პროექტის დაგეგმვისას ტრენერმა გაგვიმარტა, თუ როგორ უნდა  განვსაზღვროთ მიზნები სტანდარტებთან შესაბამისად. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. საინტერესო იყო ბუნდოვანი და კარგი მიზნების მაგალითებზე დაკვირვება, რაც გამოგვადგა მიზნების განსაზღვრასა და კითხვების ჩამოყალიბებაში. ასევე, გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას, რომლის გათვალისწინებითაც შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ტრენინგი, როგორც ყოველთვის, საინტერესო და შედეგიანი იყო.