ტრენინგის მეოთხე დღე შესწავლილი მასალის გამეორებით დაიწყო. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ტრენერი გვესაუბრა შეფასების სტრატეგიებზე, თუ როგორ შევაფასოთ პროექტი. გავეცანით დროში გაწერილ შეფასების გეგმას, თუ რა მიზანს ვისახავთ შეფასებისას, რომელ მეთოდს ვიყენებთ და რა არის შეფასების ინსტრუმენტები. როგორ უნდა გავგეგმოთ შეფასება პროექტის მიმდინარეობის პროცესში (დასაწყისში, მიმდინარეობის დროს და დასრულების შემდეგ). როგორც ყოველთვის, ქალბატონი ქეთი ცერაძის რჩევები არის პრაქტიკული და მუშაობის პროცესში გამოსადეგი, დაუზარელი ტრენერი ყურადღებით ეკიდება თითოეული მასწავლებლის საჭიროებას და ტრენინგი უშუალო გარემოში და საინტერესოდ მიმდინარეობს.
ტრენინგის ბოლოს ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ავაწყვეთ სლაიდები, მოვუნახეთ დიზაინი, სურათები და შესაბამისი ტექსტები, რომლებიც პროექტის მსვლელობას ასახავს. ტრენერმა გვაჩვენა სხვადასხვა პროგრამებში აწყობილი საინტერესო პრეზენტაციები და გვესაუბრა პრეზენტაციის შეაფასების კრიტერიუმების შესახებ. მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო ტრენინგისათვის.