ტრენინგის მეშვიდე დღე გამეორებით დავიწყეთ. გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს და შესრულებულ პრეზენტაციას. შემდეგ ტრენერი გვესაუბრა მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობაზე და გაგვაცნო, დავალების ტიპები სხვადასხვა ინტერესისა და მიდრეკილების მოსწავლისათვის, ჩვენც შევქმენით ერთი ნიმუში ასეთი მოსწავლისათვის.
დავუბრუნდით პროექტის გეგმას, რომელიც დავასრულეთ. აღვწერეთ პროექტის მსვლელობა, პროცედურები გამოვყავით ეტაპებად, აღვნიშნეთ პროექტისათვის საჭირო
რესურსები. ტრენინგი, ჩვეულებისამებრ, დატვირთული იყო ინფორმაციის თვალსაზრისით და ნაყოფიერი ჩვენი საქმიანობისათვის.
No comments:
Post a Comment