დღევანდელი დღეც გამეორებით დაიწყო, გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს და შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. გავეცანით APA ფორმატს, ლიტერატურის დამოწმების წესებს, ასევე როგორ შევიტანოთ გამოყენებული ვებგვერდის მისამართი დამოწმების დროს.
შევქმენით მოსწავლის ბლოგები, ვისწსვლეთ, როგორ ვიმუშაოთ დიზაინზე, ახალი პოსტებისა და კომენტარების ჩანაწერებზე. როგორ შეიძლება შევცვალოთ ბლოგის სათაური.
გავეცანით გვერდის გაჯეტების შექმნას, გავაკეთეთ სამი გაჯეტი: ბლოგის სტატისტიკა, სურათის ჩასმა და გამოკითხვის გაჯეტი. ასევე ვისწავლეთ მისამართების დაკოპირება და გაჯეტების თანმიმდევრობის შეცვლა. ბლოგთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს უპასუხა ტრენერმა.
No comments:
Post a Comment